1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია.




























