მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან შესაძლოა პური 20-25 თეთრით გაძვირდეს

BM.GE
15.06.21 18:34
748
მომავალი თვიდან საქართველოში შესაძლოა პური 20-25 თეთრით გაძვირდეს. ივნისის ბოლოს ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ვადა ეწეურება, რამაც გასული 7 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირებისა და კომუნალური ხარჯების ზრდის ფონზე პურის გაძვირება გადააზღვია. ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე ფასი მცირედით შემცირდა, თუმცა პურის ქარხნები ამბობენ, რომ სუბსიდიის პირობებშიც პურზე არსებული ფასი მათ ხარჯებს ვერ აბალანსებს, შესაბამისად თუ სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამიდან გამოვა, ერთ კილოგრამ პურზე ფასი 40-50 თეთრით მოიმატებს, რაც საცალო ფასის 20-25 თეთრით ზრდას გამოიწვევს. როგორი ტენდენციებია ხორბლის ბაზარზე და რამდენად რეალურია მოქალაქეებისთვის პური გაძვირდეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები