ივლისში 11 496 პირმა ხელფასის სახით 100 ლარზე ნაკლები მიიღო. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მათი დასაბეგრი ჯამური შემოსავალი მხოლოდ 620,840 ლარი იყო.
100 ათას ლარზე მეტი თვიური ხელფასი კი ივლისში 349 პირს ჩაერიცხა. მათი ჯამური ანაზღაურება დაბეგვრამდე 145,921,117 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა შორის ყველაზე მეტი პირის ხელფასი 1200 -2400 ლარის ფარგლებშია. ამ თანხის დასაბეგრი ხელფასი ივლისში. 322052 პირს დაერიცხა. ჯამში 550,990,776 ლარი. 142409 დასაქმებულმა ანაზღაურების სახით, დაბეგვრამდე 2400-3600 ლარის ფარგლებში მიიღო ხელფასი. მათი დარიცხული ხელფასი 413,463,773 ლარი იყო.
PMCG -ის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. 2024 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.