მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში ჩინეთის ექსპორტმა მოსალოდნელზე მაღალი 7%-იანი ზრდა აჩვენა

სავაჭრო ბრუნვა
BM. GE
09.08.25 18:20
442

ივლისში ჩინეთის ექსპორტმა $321.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს შედეგი ჩინეთის ექსპორტის ზრდის 5.4%-იან პროგნოზს მნიშვნელოვნად აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ზრდა ივნისის მაჩვენებელსაც აჭარბებს, რადგან ექსპორტი ამ პერიოდში 5.8%-ით გაიზარდა.

ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა ტრამპის სატარიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი თარიღის, პირველი აგვისტოს მოახლოვებამ განაპირობა. ქვეყნები ახალი ტალღის დაწყებამდე მარაგების მობილიზებას მაქსიმალურად ცდილობდნენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. რაც შეეხება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ აშშ-ში ჩინეთის ექსპორტი 22%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება იმპორტს, ივლისში ჩინეთში იმპორტი 4%-მდე გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ სატარიფო დაპირისპირებით გამოწვეული ქაოსი ნელ-ნელა ცხრება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ დადებითი სავაჭრო სალდო კიდევ ერთხელ დააფიქსირა და $98.2 მილიარდი შეადგინა. თუმცა ეს მაჩვენებელი გასულ თვეში $114.8 მილიარდს უდრიდა. ზოგადად, ივლისის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთში $540 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით გაიზარდა ნავთობის იმპორტი, თუმცა კლება დაფიქსირდა ივნისთან შედარებით, რადგან გასული თვის მიწურულს ქვეყანას ისევ ჰქონდა მორჩენილი დიდი ოდენობით გამოუყენებელი ნავთობი. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლიურად რკინის მადნის იმპორტი 1.8%-ით გაიზარდა. საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ნახშირის შემთხვევაშიც, რადგან წიაღისეულზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც მსოფლიო ბაზარზე ბოლო პერიოდში დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები