ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტი განახლდა. 29 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 108 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე. ეს წელს ფაქტობრივად ელექტროენერგიის ექსპორტის პირველი შემთხვევა, რადგან ივნისში დენის კომერციული ექსპორტი არ ყოფილა, მაისში კი ძალიან მცირე მოცულობა იყო. საქართველოსთვის დენის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, თუმცა მიმდინარე წელს თურქეთში ფასი 2 ცენტამდე შემცირდა, რის გამოც ქართველ მწარმოებლებს ექსპორტი არ უღირდათ, ამიტომ ელექტროენერგიის გაყიდვები წელს თითქმის გაჩერდა. მაისში იყო მხოლოდ 36 მლნ კვტ.სთ ექსპორტი.
2026 წლის ივნისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 2.9 ცენტს კვტ.სთ-ზე, რაც წლიურად 34%-იანი კლება, თუმცა თვიურად 61%-იანი ზრდაა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ - ჯამში 1.5 ცენტის.
საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი 6 ივლისს დაიწყო, რაც თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. 1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით, თურქეთში ელექტოენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 6 ცენტს შეადგენდა.




























