მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში, ფოთის პორტმა რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დაამუშავა

ფოთის პორტი

ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთები იზრდება.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, ივლისში 64 765 TEU კონტენერის მომსახურება მოხდა, რაც ერთი თვის ჭრილში დამუშავებული კონტენერების რეკორდული მაჩვენებელია. წლიურად, მხოლოდ ივლისში 25%-ით, ანუ 12 924 TEU კონტეინერით მეტი დამუშავდა.

2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი, საერთო ჯამში დამუშავდა 378,288 TEU, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან და ამასთან 8.5%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ , ამ დროისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა 600 000 TEU-ა, ტვირთბრუნვის ზრდის ტემპი აჩვენებს, რომ ნავსადგური გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს. "ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა, როგორც კომპანიის 2024 წლის ანგარიშებაში წერია,APM Terminals-მა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"კომპანიამ წარადგინა ამჟამინდელი ლოკაციის ჩრდილოეთით გაფართოების პროექტი. მინიმუმ 1,500-მეტრიანი ტალღათსაჭრელის მშენებლობის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროექტი მოიცავს დამატებითი, მინიმუმ 330-მეტრიანი ნავმისადგომის მშენებლობას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ყოველწლიურად დაამუშაოს სულ ცოტა 400,000 TEU (ოცფუტიანის ეკვივალენტი ერთეული) ტვირთბრუნვა, აგრეთვე, პროექტი მოიცავს მინიმუმ 6.8 ჰექტარ სასაწყობო ტერიტორიას თანამედროვე სამუშაო მოწყობილობებითა და ინფრასტრუქტურით. მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, PSPC-მ 2024 წლის I კვარტალში კონსტრუქციულად დაასრულა მთავრობასთან საჭირო ხელშეკრულებების მომზადება და ორივე მხარის დადებითი ჩართულობის საფუძველზე მზად იყო ხელის მოსაწერად. მას შემდეგ პროცესი შეჩერებულია და PSPC ელოდება გადაწყვეტილებას და შემდგომ ნაბიჯებს მთავრობისგან", - წერია ანგარიშებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები