2019 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 154.5 მლნ აშშ დოლარი (443.3მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგურ მაჩვენებელზე 7%-ით (10.1მლნ დოლარით) მეტია.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.2% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 94.1% მოდიოდა.
ფულადი მოცულობების 59.05 მლნ აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რაც მთლიანი წილის 38.21%-ია. წლიური ზრდის ტემპი ევროკავშირის ქვეყნებიდან 21.79% იყო.
გზავნილების 95.48 მლნ აშშ დოლარი 61.79%-იანი წილით კი დანარჩენ ყვეყნებზე ნაწილდება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება -0.45% დაფიქსირდა.
გზავნილებიდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა (38.98მლნ), თუმცა აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გზავნილების წილი -9.36%-ით არის შემცირებული.
14.77%-ით შემცირდა გადმორიცხვები თურქეთიდან, ხოლო 6.22%-ით გაერთიანებული სამეფოდან.
რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა საქართველოში იტალიიდან (20.87მლნ) და საბერძნეთიდან (16.96მლნ) გადმოირიცხა.
მიმდინარე წლის ივლისში წლიური ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი ყირგიზეთიდან (97.97%), პოლონეთიდან, (64.92%), საფრანგეთიდან (47.48%) და უკრაინიდან (46.54%) იყო.
2019 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2მლნ აშშ დოლარი (55.2მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ივლისის (18.9მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩენებელთან შედარებით 1.6%-ით მეტია.

























