მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში გადამუშავებული ჩინური ნავთობის ექსპორტმა ბოლო 13 თვის მაქსიმუმს მიაღწია

ნავთობი
BM. GE
25.08.25 11:00
1089

ივლისის თვეში გადამუშავებული ჩინური ნავთობის, დიზეილის, ბენზინის, ასევე საავიაციო და საზღვაო საწვავის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-იანი ზრდა დააფიქსირა.

გასულ თვეში ქვეყანამ 5,34 მილიონი ტონა გადამუშავებული ნავთობი გაყიდა და 2024 წლის ივნისის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ივლისში ჩინეთიდან დიზელის ექსპორტი 53.2%-ით გაიზარდა და 820,000 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბრის შემდეგ ქვეყანას ამხელა ზრდა არ ჰქონია. 18.6%-ით გაიზარდა ბენზინის ექსპორტიც. ივლისის თვეში ჩინეთმა 930,000 ტონა საწვავი გაყიდა. რაც შეეხება საავიაციო საწვავს, ექსპორტზე 1.97 ტონა გადამუშავებული ნავთობი გავიდა, ზრდამ ამ მხრივ 10.9%- შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები