მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 41 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

ხე-ტყე

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთ, 4 - სამცხე-ჯავახეთი, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთი, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი: მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი შვიდი თვის ანმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები