მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში, ხელფასი 997 204 პირმა მიიღო, მათ შორის 9698-მა 100 ლარი ან ნაკლები

ხელფასი

ივლისში, საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 0.4%-ით გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, გასულ თვეში ხელფასი 997 204 პირს ჩაერიცხა, რაც 4235 დასაქმებულით აღემატება 2024 წლის ივლისის პერიოდს.

მართალია წლიურად 18%-ით შემცირდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი რჩება ისეთი დასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც თვეში 100 ლარამდე დარიცხული ხელფასი მიიღეს, ასეთი 9 698 პირი იყო.ქვეყანაში ხელფასის მიმღებთა 11.9%-ის ანუ 118 892 ადამიანის დარიცხული ანაზღაურება კი 600 ლარი ან ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დაქირავებული - 326 283 ადამიანის ხელფასი 1200-დან 2400 ლარის ფარგლებშია. მათი თვიური დარიცხული ხელფასი ჯამში, 565 მლნ ლარი იყო. 2400-დან 3600 ლარის ფარგლებში ხელფასი კი 159 359 პირმა მიიღო. მათ შორის, გადასახადების ჩათვლით, 464 მლნ ლარამდე განაწილდა.

შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ივლისში ხელფასის სახით 100 000 ლარი ან მეტი მიიღეს. ასეთი სულ 327 ხელფასის მიმღები იყო. მათი ჯამური ხელფასი 136 მილიონი იყო. შარშან ივლისში 100 ათას ლარი ან მეტი ხელფასის სახით 354 დასაქმებულისთვის გამოიწერა, სულ 146 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები