მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 1 329 337,50 ლარი მიიღეს

59887679cc333
BM.GE
07.08.17 18:15
1245
ივლისში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 1 329 337,50 ლარი მიიღეს.

ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა.

36 235 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობამ თავისუფლებისთვის“.
„ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო,
„გირჩმა“ – 8 300 ლარი;
ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა - 3 120 ლარი;
„საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 268 ლარი;
„საქართველოს მშვიდობისთვის“ – 200 ლარი;
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი;
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი.

ევროპულ საქართველოს გიორგი ბოკერიამ ივლისში 7040 ლარი შესწირა. 18 000 ლარი კი აკაკი კილასონიამ.  ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩს“ ივლისში 8300 შესწირა.

ირაკლი კერვალიშვილმა პარტიას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 60 000 ლარი შესწირა. მსგავსი მოცულობის შემოწირულობა მიიღო პარტიამ რაფიელ სურამელაშვილისგან, ნიკა ზაუტაშვილისგან, კობა ღირწკაიასგან, ზაური ცხადაძისგან, ზურაბ ბუბუტეიშვილისგან, ბეჟან გურგენიძისგან, სოფიო კიზირიასგან, პლატონ რატიანისგან, მამუკა ქავთარაძისგან, ლევან ჩიჩუასგან, ილია ჩხიკიშვილისგან, დიანა რაჭველიშვილისგან და არტურ ტოროსიანისგან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები