მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში ქართული ღვინის საექსპორტო ათეული შეიცვალა

5d47fb38d14dc
BM.GE
05.08.19 13:50
935
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან ყველაზე მეტი ბოთლი ღვინო (3,550,264) რუსეთის ბაზარზე გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (4,542,496) 21.8%–ით ნაკლებია.

გარდა ამისა, გასული წლის ივლისთან შედარებით, ღვინის საექსპორტო ათეულში ცვლილებებია. კერძოდ, ათეული აშშ–მა და მონღოლეთმა დატოვეს. აშშ–მა აღნიშნულ ჩამონათვალში მე–12, მონღოლეთმა კი მე–15 პოზიციაზე გადაინაცვლა. მათ ნაცვლად 2019 წლის ივლისში ათეულში ადგილები მოლდოვეთმა (მე–9) და იაპონიამ (მე–10) შეავსეს.

ივლისში ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეული:

1. რუსეთი 3,550,264 (ბოთლი)
2. უკრაინა 1,140,816
3. ჩინეთი 695,560
4. პოლონეთი 429,192
5. ყაზახეთი 246,300
6. ლატვია 163,434
7. ბელორუსია 119,886
8. ლიტვა 57,612
9. მოლდოვეთი 54,372
10. იაპონია 41,906



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები