2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით შემცირდა. ივლისის თვის დეტალური მონაცემები BM.GE–ს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა, რომლის თანახმად, რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირების მიუხედავად, აღნიშნული ქვეყანა ქართული ღვინის შეძენის კუთხით მაინც ლიდერობს.
ივლისში, ღვინის 10 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
1. რუსეთი 3,550,264 (ბოთლი)
2. უკრაინა 1,140,816
3. ჩინეთი 695,560
4. პოლონეთი 429,192
5. ყაზახეთი 246,300
6. ლატვია 163,434
7. ბელორუსია 119,886
8. ლიტვა 57,612
9. მოლდოვეთი 54,372
10. იაპონია 41,906
რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის ჯამურ მონაცემებს, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის 2%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 29 132 711 ბოთლი შეადგინა. ამ შედეგით, რუსეთი ქართველი მეღვინეებისთვის კვლავ ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად რჩება.
ამასთან, 7 თვის ჯამური მონაცემებით, რუსეთის შემდეგ, ექსპორტირებული ქვეყნების ათეულში მეორე ადგილზეა უკრაინა (4893304), რომელსაც ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866) მოჰყვება.

























