მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სააგენტო BM.ge-ის სიახლეები 2.5 მილიონჯერ წაიკითხეს

BMG სააგენტო

Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.5 მილიონჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 517 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.

მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 352 ათასი მკითხველი ჰყავდა; დიდი ბრიტანეთიდან 43 ათასი; აშშ-დან 39 ათასი; ნიდერლანდებიდან 34 ათასი; გერმანიიდან 5 ათასი; ყაზახეთიდან 4.3 ათასი; იტალიიდან კი 3.9 ათასი.

მომხმარებლების უმეტესობა 360 ათასი მომხმარებელი ჩვენ ვებგვერდს მობილურიდან ეცნობა; ლეპტოპიდან და კომპიუტერიდან 150 ათასი მომხმარებელი, ტაბლეტიდან კი 2.9 ათასი მომხმარებელი.

სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 53.8% ქალი, 46.2% კი კაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები