მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

57b4190bd7c2c
BM.GE
17.08.16 11:57
1274
ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 156 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 138 ლარით და 70 თეთრით განისაზღვრა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 262 ლარია.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, საქსტატის მონაცემებით, ორსულაინი ოჯახის საარსებო მინიმუმი 221 ლარი და 90 თეთრია. 249 ლარით განისაზღვრა სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ხოლო ოთხსულიანის კი 277 ლარით. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ივლისში 312 ლარი იყო, ხოლო ექვსულიანის და მეტის 368 ლარი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები