მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველოს სავალუტო რეზერვები $331 მილიონით $5 მილიარდამდე გაიზარდა

სებ

2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვების ოდენობა 348 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.რეზერვების ზრდაზე გავლენა მოახდინა სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვების გააქტიურებამ. ივლისის შესყიდვების მოცულობა ჯერჯერობით ცნობილი არაა, მას სებ-ი 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს, თუმცა ცნობილია რომ ივნისში შესყიდვები 266 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში შესყიდული თანხები კი 880 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2025 წლის ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (757 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამჟამად არსებული 5 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც ის მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები