მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა

5992ea4ed9f7a
BM.GE
15.08.17 16:31
1097
2017 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 290.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.1 პროცენტით (20.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.
ყველაზე მეტი თანხა ივლისში რუსეთიდან (43,1მლნ დოლარი) შემოვიდა, მეორე ადგილზეა აშშ 12,7 მილიონი დოლარით და მესამეზე იტალია 12,1 მილიონი დოლარით.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით გზავნილების მოცულობა შემცირებულია საბერძნეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან.

2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები