2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,039,027 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 845,588 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 564,977 შეადგინა, რაც 73,694-ით მეტია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15%).
მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.