ივლისში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 18.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ბანკის მონაცემებით, რეზერვებზე კლების მიმართულებით მოქმედებდა კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების შემცირება და ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები. საანგარიშო თვეში გადაფასებამ საერთაშორისო რეზერვების ზრდა განაპირობა.
ივნისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 2 მლრდ 956 მლნ დოლარს შეადგენდა.

























