ივლისში მომხმარებლებმა ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად უნაღდო დანახარჯები გაზარდეს.
"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, 2025 წლის ივლისში, თიბისის არხებით, მომხმარებლებმა 22%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გასული წლის ივლისთან შედარებით. საშუალო დანახარჯი 100 ლარს გაუტოლდა, რაც ივნისთან შედარებით მცირედით კლებაა, თუმცა წლიურად ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ხარჯებში 76% ადგილობრივ მცხოვრებზე მოდის, 24% - არარეზიდენტებზე.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს რეზიდენტების დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16% არის გაზრდილი და საშუალოდ 1 ტრანზაქციის ღირებულება 88 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც უცხოელების ხარჯები 47%-ით გაიზარდა და საშუალო ტრანზაქციის ზომა 181 ლარს გაუტოლდა.




























