მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში, თიბისის არხებით სურსათზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა

თიბისი

უნაღდო დანახარჯები მზარდია. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციები ორნიშნა ზრდას აჩვენებდა.

კერძოდ, თიბისის გავლით ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20 %-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 81% რეზიდენტებზე, 19% კი არარეზიდენტებზე მოდიოდა. ბოლო 1 თვეში არარეზიდენტების წილი 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა.

„თიბისი კაპიტალი“ მიუთითებს, რომ ივლისში, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40% შეადგინა. ამავე თვეში საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები