ივლისში საქართველოში 1.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ივნისთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, საიდანაც 92 სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდანაა.
შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი ინფლაციის გამოთვლაში სურსათის ფასებს უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის ყველაზე მეტი სწორედ სასურსათო პროდუქტები მოხვდნენ. მათ შორის ფასების 44%-იანი ზრდით პირველ ადგილზეა მწვანე ლობიო.
ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება ივლისში:
# | საქონელი | ფასის ზრდა წინა წინა წელთან შედარებით |
1 | მწვანე ლობიო | 44% |
2 | საზამთრო | 39% |
3 | თვითმფრინავით მგზავრობა | 34% |
4 | ვაშლი | 34% |
5 | ნიორი | 32% |
6 | ბადრიჯანი | 31% |
7 | ჭარხალი | 29% |
8 | ქლიავი | 27% |
9 | მანდარინი | 26% |
10 | კიტრი | 25% |
ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება ივლისში:
# | საქონელი | ფასის ზრდა წინა წინა წელთან შედარებით |
1 | ანტიბიოტიკები | -27% |
2 | ხახვი | -23% |
3 | წიწიბურა | -23% |
4 | ინტერნეტის გადასახდელი | -21% |
5 | ქალის ზამთრის ფეხსაცმელი | -21% |
6 | საშინაო ფეხსაცმელი კაცის | -19% |
7 | ელექტროყავადანი | -18% |
8 | ბავშვის კოლგოტი | -17% |
9 | კომბოსტო | -17% |
10 | სიმინდის ფქვილი | -16% |