მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში წლიური ინფლაცია 1.8%-მდე შემცირდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად?

ივლისში ინფლაციის ტემპი მცირედით შენელდა და გასულ თვეს წლიურ ჭრილში ფასების საერთო დონე 1.8%-ით იყო გაზრდილი. ივნისთან შედარებით კი დეფლაცია დაფიქსირდა და ფასები ჯამურად თვიურ ჭრილში 0.4%-ით იყო შემცირებული. წლიურ ინფლაციაზე განსაკუთრებული გავლენა ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ გამოიწვია, ამ ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასები 9.4%-ითაა გაზრდილი. თავის მხრივ, ამაზე გავლენა საწვავის გაძვირებამ იქონია. ფასები გაზრდილია სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფშიც. ეკონომისტების ნაწილი შემდეგ თვეებში ინფლაციის მიზნობრივ 3%-ზე დაბლა შენარჩუნებას ელის. როგორია გასული თვის ფასების მაჩვენებელი და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები