მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მილიონი ლარით გაიზარდა

57c6d194b7b1d
BM.GE
31.08.16 16:44
1581
ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 24.7 მლნ აშშ დოლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 59.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა და 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 36.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.8 პროცენტს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები