2024 წლის ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე ოკუპირებულ გაგრაში 110 ათასმა ადამიანმა დაისვენა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ახრა ბღანბას განცხადებით, აგვისტოსთვის ობიექტების დატვირთულობა 90%-ია. მისი თქმით, ტურისტები გაგრაში საშუალოდ 7-10 დღე რჩებიან.
ცნობისთვის, ე.წ. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს გაგრაში 300 000-მა ადამიანმა დაისვენა.