მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისის ამხანაგური მატჩებში საქართველოს ნაკრები ფარერებს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება

ივნისის მატჩები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ვილი სანიოლის შეგირდები 5 ივნისს "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდნენ, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ 8 ივნისს საქართველოს კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრებიც ეწვევა.

თამაში ქუთაისში "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე შედგება და როგორც ფეხბურთის ფედერაცია იუწყება მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ხასიათი ექნება. ორივე მატჩი ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას სფფ მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად საქართველოს ნაკრებმა მარტში ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი აუტის მატჩები სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, რომელთაც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 9-1 მოუგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები