მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისის ბოლოდან ევრო და ფუნტი დოლართან მცირედით გაუფასურდა - TBC Capital-ის მიმოხილვა

დოლარი

ევრო/დოლარი (EUR/USD) მცირედით დაეცა და ვაჭრობა 1.1700-ის ქვემოთ მიმდინარეობს, მაშინ როცა ივნისის ბოლოს ერთი ევროს ღირებულება 1.1780-ს უახლოვდებოდა.

TBC Capital-ის შეფასებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული 50%-იანი ტარიფების შემდეგ ინვესტორთა განწყობა გაუარესდა (სპილენძზე) და მოსალოდნელი ბეგარების გამო ჩიპებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე, მიუხედავად იმისა, მისი ამოქმედება აგვისტოშია დაგეგმილი.

რაც შეეხება ფუნტ/დოლარს (GBP/USD), 1.3600-მდე დაეცა, რადგან დიდ ბრიტანეთში სოციალური დახმარებების პოლიტიკის ცვლილების ფონზე ფისკალური გაურკვევლობა გაჩნდა. თუმცა ფუნტმა მცირე გამყარებაც ნახა, რადგან ტრამპის ტარიფების მიზანი იაპონია და კორეა იყო და ბრიტანეთი ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდა. ფუნტი დოლართან მიმართებით კვლავ 4-წლიანი მაქსიმუმის მახლობლად იმყოფება, თუმცა სენტიმენტი მერყეობს, განსაკუთრებით ინგლისის ცენტრალური ბანკის შესაძლო განაკვეთის შემცირებების მოლოდინში, რომელიც აგვისტოდან შესაძლებელია, დაიწყოს. ბაზარი ბრიტანეთის მშპ-ს მონაცემებს და დიდი ბრიტანეთი–აშშ-ის სავაჭრო განვითარებებს თვალს ყურადღებით ადევნებს, რათა უახლოესი მიმართულება შეაფასოს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებელს, TBC Capital-ის ინფორმაციით, აშშ-ში ივნისში დასაქმების ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა - შეიქმნა 147,000 ახალი სამუშაო ადგილი, თუმცა კერძო სექტორში ზრდა მკვეთრად შენელდა და მხოლოდ 74,000 შეადგინა, რაც 2024 წლის ბოლოდან ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. უმუშევრობა 4.1%-მდე შემცირდა, თუმცა შრომის ბაზარში მონაწილეობის ვარდნა ფარულ სისუსტეზე მიუთითებს.

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ივნისში ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზანს მიაღწია. თუმცა ძირითადი ინფლაცია 2.3%-ზე და მომსახურების სექტორის ინფლაცია 3.3%-ზე რჩება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფასებზე ზეწოლა ძირითად სექტორებში კვლავ ძლიერია, რის გამოც ევროპის ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ, განაკვეთის შემცირებას შეაჩერებს, ვიდრე ინფლაცია აშკარად მიზნობრივ დონეს არ დაუახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები