2026 წლის ივნისში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1,024,954 შეადგინა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.2%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 2.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის ივნისის დასაქმების თრექერის მიხედვით, სახელფასო კატეგორიების მიხედვით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობები ასე შეიცვალა:
- 0-600 ლარამდე ხელფასს საერთო რაოდენობის 10.8% ანუ 11 069 ადამიანი იღებდა, რაც მაისთან შედარებით5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
- 600-1200 ლარამდე ხელფასს საერთო რაოდენობის 18%-მდე ანუ 184 491 ადამიანი იღებდა;
- 1200-2400 ლარამდე ხელფასს საერთო რაოდენობის 34% ანუ 348 484 ადამიანი იღებდა;
- 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.4% ანუ 383 332 ადამიანი იღებდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 4.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია;
9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3% ანუ 33 823 ადამიანი იღებდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.




























