მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4%-ით შემცირდა

5b81016f57d79
BM.GE
25.08.18 14:00
745
ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4%-ით შემცირდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევარში ექსპორტი 5.8%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2018 წლის ივნისში ექსპორტმა ქსელში მიწოდებული ენერგიის 16.0% შეადგინა. ივნისში ექსპორტი ძირითადად განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (მთლიანი ექსპორტის 78.6%), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 15.1%), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 4.3%) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 2.1%) მიმართულებით გადანაწილდა. ამასთან, თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი (76.2%) 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდში ესკოს მიერ განსახორციელებელი ელექტროენერგიის იმპორტის ბარტერს მოხმარდება.

წყარო: G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები