მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავება 16%-ით შემცირდა

გადამცემი ხაზები

2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16%-ით შემცირდა და 1,124 გვტ.სთ შეადგინა.

TBC Capital-ის ინფორმაციით, გამომუშავება წყაროების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ჰიდრო: 1,114გვტ.სთ (კლება 16% წ/წ);
  • თბოგენერაცია: 1.7 გვტ . სთ (კლება 71.5% წ/წ);
  • ქარი: 6.4 გვტ.სთ (კლება 29% წ/წ)
  • მზე: 1.3 გვტ.სთ

რაც შეეხება 6 თვის მაჩვენებელს, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 2.3%-ით შემცირდა. კლების ძირითადი მიზეზი მაისი-ივნისის პერიოდში დისპეტჩერის მოთხოვნით შეზღუდული გენერაცია იყო, რადგან თურქეთში არსებული დაბალი ფასების გამო ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება მოხმარებას, ივნისში საქართველომ 1,065 გვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 0.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საცალო მოხმარება : 629 გვტ.სთ (+1.6% წ/წ);
  • პირდაპირი მოხმარება: 305 გვტ.სთ (+2.3% წ/წ);
  • აფხაზეთის ა/რ: 131გვტ.სთ (-8.7% წ/წ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები