მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ელექტროენერგიის წარმოება 16%-ით შემცირდა - რა ზარალი მიიღო სექტორმა?

წელს ექსპორტის შემცირებამ და გენერაციის შეზღუდვებმა საქართველოს ენერგოსისტემა გამოწვევების წინაშე დააყენა - ივნისში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. საქართველოს ელექტროსისტემას შემცირებული მოთხოვნის ფონზე, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, გენერაციის შეზღუდვა მოუწია. ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა საქართველოდან იმპორტი შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში თურქეთის ბაზარზე ფასებიც გაიზარდა და ექსპორტიც განახლდა, ენერგეტიკოსების შეფასებით, გენრაცის იძულებითმა შეზღუდვებმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა ქვეყნის ენერგოსისტემას. ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ სეზონურობა ენერგოსისტემისთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები