მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით $42 მილიონი გაყიდა

სებ

2024 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 42 მილიონი დოლარი გაყიდა.

Bmatch სისტემის გარდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე ჩარევა აუქციონების გზითაც მოახდინა, რაც სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გაუფასურების შერბილებას ემსახურებოდა. გასულ თვეში სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაიყიდა, შესაბამისად მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა გასული თვის განმავლობაში 102 მილიონი დოლარი გაყიდა.

2024 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა 286 მილიონი დოლარი შეიძინა და 220 მილიონი დოლარი გაყიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.

"ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ,"- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სებ-მა ივნისში 102 მლნ დოლარი ლარის რყევების შესამსუბუქებლად გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები