მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 9.4%-ით გაიზარდა - რატომ ძვირდება სამედიცინო მომსახურება?

სამედიცინო მომსახურება

ჯანმრთელობის დაცვა ძვირდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ფასები ამ ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე წლიურად 9.4%-ით იყო გაზრდილი. მათ შორის გაძვირებულია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და რიგი მედიკამენტები. ძვირდება ჯანმრთელობის დაზღვევაც, რომელზეც წლიურად ფასები თითქმის 9%-ითაა მომატებული. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამედიცინო მომსახურების გაძვირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის სახარჯ მასალებზე ფასების ზრდით. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ DRG სისტემის შემოღებამ კერძო დაზღვევისთვის ჰოსპიტალური სერვისები გააძვირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები