მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ხორბლის ფასი 4.5%-ით შემცირდა - მიზეზები

ხორბალი

2024 წლის ივლისში ხორბლის ფასი გლობალურად თვიურად 4.5%-ით შემცირდა.

Galt&Taggart-ის ანალიზით, ჩინეთის ადგილობრივ ბაზარს გლობალურ ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ჩრდილოეთ ჩინეთში მოსული ნალექის გამო ფერმერები ცდილობენ საკუთარი
ხორბალი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ, რათა უარესმა ამინდებმა მოსავალი არ გააფუჭოს.

ამის საპირწონედ, ფქვილზე ადგილობრივი მოთხოვნა სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე დაბალია. შედეგად, მზარდმა მიწოდებამ და დაბალმა მოთხოვნამ ფასები 3-წლიან მინიმუმამდე შეამცირა. ჩინეთის მთავრობა ფერმერების და ფასების მხარდასაჭერად ადგილობრივი შესყიდვების გაზრდას გეგმავს, რაც იმპორტის საჭიროების კლებას გამოიწვევს, შედეგად კი გლობალურ ფასებს შეამცირებს.

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის 6 თვეში ფქვილის იმპორტი 61.8%-ით შემცირდა. ხორბლის იმპორტი კი, 33.4%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 27 მილიონ 569 ათასი დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით, ღირებულება კი შედარებით ნაკლებად 33.4%-ით გაიზარდა. წელს, ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ხოლო, ფქვილის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - $8 მლნ, 36 433 ტონა;
  • თურქეთი - $500 ათასი, 910 ტონა;
  • იტალია - $164 ათასი, 148 ტონა;
  • ლიეტუვა - $49 ათასი, 125 ტონა;
  • საფრანგეთი - $36 ათასი, 30 ტონა;
  • ავსტრია - $16 ათასი, 20 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები