მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ლარი დოლარის მიმართ 0.8 პროცენტით გამყარდა

5b6079f82afb4
BM.GE
31.07.18 21:00
890
2018 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.5 პროცენტით გამყარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.4719-დან 2.4516-მდე შეიცვალა, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა.

ივნისის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 92.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.4 მილიონი აშშ დოლარით (25 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 13 პროცენტით მეტია წინა წლის ივნისის მონაცემზე. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 28 პროცენტით შემცირდა, წლიურად კი 34 პროცენტით გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ყოველ აუქციონზე 10-10 (ანუ ჯამში 30) მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

ივნისში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 59 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.

დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 60 პროცენტი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები