მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში გადასახადებიდან 300 მილიონი რუბლი შევიდა - გაგრა და გალი ლიდერია

64a68ae0e05aa
გიგა ბენია
06.07.23 14:49
724
მიმდინარე წლის ივნისისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 300,2 მილიონი რუბლი შევიდა. ინფორმაციას ე.წ. გადასახადების სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში გეგმის მიხედვით, 1 მილიარდ 463.7 მილიონი რუბლის გადასახადები იყო გათვალისწინებული, ე.წ. რესპუბლიკის ბიუჯეტმა კი 1 მილიარდ 893.7 მილიონი რუბლი მიიღო.

“საგადასახადო შემოსულობების დინამიკამ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123% შეადგინა, რაც მთლიანობაში 351,6 მილიონი რუბლის ტოლია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

6 თვის განმავლობაში რაიონებისა და ქალაქ სოხუმის მიხედვით გადასახადებით მიღებული თანხები ასეთია:


სოხუმი - გეგმით 830,0 მილიონი რუბლი. მიიღო 1013,3 მილიონი რუბლი. ანუ 122%.

გაგრის რაიონი - გეგმით 262,8 მილიონი რუბლი. მიიღო 509,7 მილიონი რუბლი. ანუ 194%.

გუდაუთის რაიონი - გეგმით 111,9 მილიონი რუბლი. მიიღო 141,0 მილიონი რუბლი. ანუ 126%.

სოხუმის რაიონი - გეგმით 55,0 მილიონი რუბლი. მიიღო 74,0 მილიონი რუბლი. ანუ 135%.

გულრიფშის რაიონი - გეგმით 43,5 მილიონი რუბლი. მიიღო 54,5 მილიონი რუბლი. ანუ 125%.

ოჩამჩირის რაიონი - გეგმით 121,4 მილიონი რუბლი. მიიღო 50,7 მილიონი რუბლი. ანუ 42%.

ტყუარჩელის რაიონი - გეგმით 16,7 მილიონი რუბლი. მიღებული - 18,4 მილიონი რუბლი. ანუ 111%.

გალის რაიონი - გეგმით 22,5 მილიონი რუბლი. მიღებული - 32,2 მილიონი რუბლი. ანუ 143%.


როგორც ანგარიშიდან ჩანს, გადასახადების მიღების ყველაზე მეტი შესრულება პროცენტულად გაგრისა და გალის რაიონებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები