ივნისში საქართველოს საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპმა 14.2% შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 1,4%-ით მეტი იყო.
საბანკო სექტორში სესხების გაცემის ზრდის შესახებ ინფორმაცია დღეს TBC Research-მა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, სესხების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ბიზნეს სექტორი იყო. კონკრეტულად კი, მსხვილი ბიზნესის მიმართულებით - 18%-იანი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით ზრდა 17.2%-ს შეადგენდა.
ამის პარალელურად, ფიზიკური პირების დაკრედიტება შენელდა. იპოთეკური სესხების ზრდის ტემპმა - 25.7%, ხოლო სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპმა 5.6% შეადგინა.
ამასთანავე, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ივნისში ლარის სესხების ზრდის ტემპი 18.5% იყო, უცხოური ვალუტის სესხების ზრდა კი, 10%-ს შეადგენდა.

























