მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში საქართველომ ფულადი გზავნილების 40% ევროკავშირიდან მიიღო, რუსეთის წილი 24%-ია

5d4da45eb987b
თელარა გელანტია
10.08.19 12:20
935
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდის ტრენდი შენარჩუნდა.

როგორც საბიუჯეტოს ოფისის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივნისში ფულადმა გზავნილებმა 6.3%-ით მოიმატა და 143.6 მილიონი აშშ დოლარი (398.8 მილიონი ლარი) შეადგინა.

გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 40%) და რუსეთი (24%) წარმოადგენს.

საანალიზო პერიოდში გზავნილების მოცულობამ მნიშვნელოვნად მოიმატა: პოლონეთიდან (86%- ით), საფრანგეთიდან (49%-ით), ყაზახეთიდან (45%-ით), უკრაინიდან (36%-ით), იტალიიდან (24%-ით), საბერძნეთიდან (23%-ით), ესპანეთიდან (20%-ით), გერმანიიდან (12%-ით), აშშ-დან (8%-ით) და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები