ივნისში საქართველოში 90,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ზრდა 500%-ია
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.22 16:01
• 1984
ივნისში საქართველოში რუსეთის 90,239 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. რუსეთის მოქალაქეებმა გასული თვის ვიზიტორთა ნაკადის 23% შეადგინა.
მთლიანობაში ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით რუსეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი, საიდანაც 62,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:
1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503% 2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110% 3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365% 4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104% 5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30% 6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1% 7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96% 8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89% 9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222% 10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72% 11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599% 12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106% 13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240% 14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118% 15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.