მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა

577a29dbb5e8f
BM.GE
04.07.16 13:16
2670

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18.1%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

2016 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+18.1%), თურქეთიდან (+4%), სომხეთიდან (+1.4%), რუსეთიდან (+15.6%) და უკრაინიდან (+26.3%) განხორციელდა.

საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანიდან (+400%), ინდოეთიდან (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%).

ჩოგოვაძის თქმით, 2016 წლის ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 228,866 შეადგინა. ზრდა +15,8%-ია.

2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, 2016 წლის ივნისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1.9%), სომხეთიდან (-3.9%) თურქეთიდან (-7.2%), რუსეთიდან (+4.4%) და უკრაინიდან (+35.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივნისში გამოირჩნენ ჩეხეთი +66%, ლიტვა +33%, ბულგარეთი +25%, გერმანია +20%, საფრანგეთი +19% ლატვია +18%.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები