უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მზარდია. Colliers-ის თანახმად, ივნისში თბილისში 4 484 ბინა გაიყიდა, რაც 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის პირველ 6 თვეში კი ტრანზაქციების რაოდენობა ჯამურად თითქმის 19%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ საცხოვრებელი ბინების პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, თუმცა დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ არარეზიდენტების მხრიდან დაინტერესება მზარდია დედაქალაქის უძრავი ქონების მიმართაც. ამასთან, მიუხედავად იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით რეგულირების შემსუბუქებისა, დეველოპერებისთვის რეალიზაციის მთავარი წყარო კვლავ შიდა განვადებებია. რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია მოლოდინები?


































