მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში ბინების გაყიდვები 35%-ით, 6 თვეში 19%-ით გაიზარდა - რა ტენდენციებია ბაზარზე?

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მზარდია. Colliers Geoergia-ს თანახმად, ივნისში თბილისში 4 484 ბინა გაიყიდა, რაც 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის პირველ 6 თვეში კი ტრანზაქციების რაოდენობა ჯამურად თითქმის 19%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ საცხოვრებელი ბინების პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, თუმცა დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ არარეზიდენტების მხრიდან დაინტერესება მზარდია დედაქალაქის უძრავი ქონების მიმართაც. ამასთან, მიუხედავად იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით რეგულაციების შემსუბუქებისა, დეველოპერებისთვის რეალიზაციის მთავარი წყარო კვლავ შიდა განვადებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები