მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში ბინის გაქირავება 43.3%-ით გაძვირდა - რომელ ქვეყნებში იყო ბინის გაქირავება ყველაზე შემოსავალიანი?

64ae5ff8e11b9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.23 00:00
1028
თბილისში, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა. Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში, დედაქალაქში ბინების გაქირავება წლიურად 43.3%-ით გაიზარდა.

ამავე მიმოხილვაში ჩანს, რომ 2023 წლის აპრილიდან ქირის ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

მიმოხილვის ავტორებმა გასული წლის განმავლობაში, ქვეყნების მიხედვით ქირის შემოსავლიანობის რეიტინგის წარმოადგინეს. Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ბინის ქირის შემოსავლიანობის მიხედვით განისაზღვრება რამდენად მიმზიდველია ქონების შეძენა, რამეთუ სწორედ შემოსავლის წლიური მაჩვენებლით განისაზღვრება რამდენ ხანში შეძლებს საცხოვრებელი ბინების მფლობელი ჩადებული თანხის ამოღებას.

საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უძრავი ქონების შემოსავლიანობა 10.7%-ს შეადგენ და ქვეყანა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკაა 9.1%-იანი შემოსავლიანობით, მესამეზე - კატარი 8.4%-იანი, მეოთხეზე პუერტო რიკო 7.9%-იანი, მეხუთეზე ლიეტუვა - 7.8%-იანი, მეექვსეზე - მაროკო 7.2%-იანი, მეშვიდეზე - პოლონეთი 6.9%-იანი, მერვეზე - პანამა 6.7%-იანი, მეცხრეზე - ლატვია 6.6%-იანი, მეათეზე კი კოლუმბია 6.4%-იანი შემოსავლიანობით.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები