მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ტურიზმში, მშენებლობასა და სხვა დარგებში - ზრდა, საფინანსო სექტორში კი, კლება იყო

5d41440567758
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.19 11:35
902
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისში კი, ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. 

კვლევის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა "მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

უფრო დეტალურად თუ რა იყო თითოეული ამ მიმართულებით ზრდისა და კლების მაჩვენებლები, მშპ-ის კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შედეგად გახდება ცნობილი. 

ივნისის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების) ბრუნვამ 6.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით მეტია. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად იმოქმედა ექსპორტის 11.5%-იანმა ზრდამ. 

მშპ-ის ზრდაზე მოქმედი კიდევ ერთი ფაქტორი იმპორტის 4.9%-ით შემცირება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები