ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში ZEG Tbilisi Storytelling Festival წელს 8-10 ივნისს დაიგეგმა და სამზადისი კიდევ უფრო ცხელ ფაზაში გადავიდა. ფესტივალი, რომელიც 2019 წელს დაარსდა აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
სტუმრები: ქეთი ებანოიძე - Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი;
ნატალია ანთელავა - Coda Story-ის თანადამფუძნებელი