მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ნაწილი სარგებლობაში უცხოელ ბიზნესმენებს გადაეცა

5ac5d6431f065
მარი როჭიკაშვილი
04.04.18 09:00
1943
დაცული ტერიტორიების სააგენტომ კომპანია “არიკს” ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე, 49 წლის ვადით, ხე-ტყის ჭრის გარეშე, სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 14 874 კვ.მ და 653 კვ.მ სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება მიანიჭა.

როგორც bm.ge-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, შპს “არიკმა” ჰიდროკვანძის მშენებლობის მიზნით, სააგენტოს წერილობით მიმართა და ტერიტორიის გადაცემა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ტყითსარგებლობის წესის“ თანახმად, განხორციელდა კიდეც. კომპანია ერთჯერადად საკომპენსაციო საფასურს გადაიხდის, რომელიც მოცემულ შემთხვევაში 5 589 ლარს შეადგენს.

“აღნიშნული თანხა მოხმარდება ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლის, აღდგენის ღონისძიებების უზრუნველყოფას.” -განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და ეკოტურიზმის მიმართულებით ახორცილებს პროექტებს. 2000 ჰექტარ მიწაზე დაგეგმილია მაღალტექნოლოგიური წვეთოვანი სარწყავი სისტემების დამონტაჟება, რომლებიც უზრუნველყოფს 1000 ჰა მიწის ნაკვეთზე ვენახის, ხილის, ფისტის, ბროწეულის და ნუშისბაღების ირიგაციას. ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მდინარე იორის მიმდებარედ წყალსაქაჩის, მილების, ფილტრების, პომპის განთავსება - მონტაჟს ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „არიკ“-ი 2013 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა. კომპანიის მფლობელები სენტ-კიტსის და ნევსის მოქალაქეები - ბეჰრანგ კარბახშ რავარი და ეჰსან კარბახშ რავარი არიან. ორივე მათგანი პარალელურად საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ბიზნესმენები კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები