IWSC საქართველოში რიგით მეორე ღვინის საერთაშორისო კონკურსს გამართავს. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს. კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს პროფესიონალი, საერთაშორისო და ადგილობრივი მსაჯები შეაფასებენ. ევროპის საუკეთესო სომელიები, ღვინის ბაიერები და ექსპერტები ქართველ მეღვინეებს საკუთარ გამოცდილებასა გაუზიარებენ. კონკურსს ორგანიზებას უწევს გურჯაანის ღვინის ფესტივალი, მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. რა შესაძლებლობას ქმნის კონკურსი და ვის შეუძლია რეგისტრაციის გავლა?
სტუმარი: მარიამ გუჯაბიძე - IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი;