მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იხარჯება, თუ არა, ბიუჯეტიდან თანხა ხეების გადარგვისთვის?

5b1a60c35887c
ელენე გოგბერაშვილი
08.06.18 15:15
968

„ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვებს ფინანსური ზარალი არ გამოუწვევია“-ასე უპასუხა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის, თინა ბოკუჩავას კითხვას, დათვლილი აქვს თუ არა ფინანსთა სამინისტროს ის ზარალი, რაც ბიძინა ივანიშვილის ჰობიმ გამოიწვია.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს, რისთვისაც დაქირავებული კომპანია გურიიდან და აჭარიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას ახორციელებს.

თინა ბოკუჩავას თქმით, ხეების ტრანსპორტირების ხარჯების დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. დეპუტატი დაინტერესდა, გარემოს გარდა ვინ და როგორ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც ხეების გადატანის დროს ადგება გზებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, საგზაო ნიშნებს და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურას.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოდგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, ხეების გადარგვებს ფინანსური ზარალი არ გამოუწვევია და ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეთ მუნიციპალიტეტებს არის გზის დაგების ხარჯი.

„ფინანსური ზარალი ნამდვილად არ გამოუწვევია ამ გადარგვებს. თქვენ ახსენეთ, რომ გადატანის ხარჯები იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. ხეების გადატანის ხარჯები არ მინახავს და არ ყოფილა არცერთ მუნიციპალიტეტში. ნაერთი ბიუჯეტიდან ხეების ტრანსპორტირებაზე ხარჯები არცერთ მუნიციაპლიტეტში არ ყოფილა. არცერთი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის დაზიანების თემა არ ყოფილა  სახელმწიფო კომპანიების ფარგლებში. შეიძლება დაბალი ძაბვის კაბელებზე იყო რაღაც, მაგრამ დაბალი ძაბვის კაბელები არ ეკუთვნის არც სახელმწიფო და არც სახელმწიფო კომპანიებს. თუ რამე პრობლემა შეიქმნა, ერთ კომპანიასა და მეიორე კომპანიას შორის უნდა ყოფილიყო მორიგება. ბიუჯეტიდან ეს ნამდვილად არ დაფინანსებულა და ორ კომპანიას რა შეთანხმება შედგა ამაზე არცერთი მუნიციპალიტეტი არ არის პასუხისმგებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიუჯეტიდან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც შესაძლებელია იყოს, ეს არის გზის დაგების ხარჯი. გზაზე ხეც შეიძლება გადაატარონ, მოსახლეობაც ივლის და ა.შ „-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

 

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები