მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იყალთოს ხევის განვითარების პროექტი იწყება

5755a086b21c4
BM.GE
06.06.16 20:09
1660
მთავრობის სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარების ღონისძიებების თაობაზე მომზადებული განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთავრობის წევრებს განსახილველად დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
 
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისმოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. „დღეს განვიხილეთ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს ხევის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიხედვით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის შესაძლებლობები“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები