ავტომობილის შეძენა სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა სასურველი მანქანის შერჩევის პროცესი ხშირად ხანგრძლივი, დამღლელი და არცთუ მარტივია. მხოლოდ ფოტოების დათვალიერება და ზოგადი აღწერების გაცნობა ყოველთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მყიდველმა ავტომობილის მდგომარეობა სრულად შეაფასოს და გადაწყვეტილება თავდაჯერებულად მიიღოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სასურველი ავტომობილის რეალურად ნახვისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ამ საჭიროების საპასუხოდ Lion Auctions მომხმარებლებს „Buy Now“ სერვისს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც საქართველოში უკვე ჩამოყვანილი ავტომობილების დათვალიერება და ხელსაყრელი პირობებით მანქანის ყიდვა წეროვანის ავტოსადგომზეა შესაძლებელი. საქართველოში ჩამოყვანამდე მანქანების ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს ექსპერტები დეტალურად აფასებენ, რათა მომხმარებლებს ავტომობილის შესახებ რაც შეიძლება სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოთ.
Buy Now - იყიდე ავტომობილი ადგილზე
Lion Auctions-ის წეროვანის ავტოსადგომზე სხვადასხვა მოდელის, ფასისა და მდგომარეობის ავტომობილებია წარმოდგენილი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველი მანქანა შეძენამდე ადგილზე ნახოს, შეაფასოს მისი ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობა და ადგილზევე მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
ავტომობილების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოძიება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული ვარიანტის სანახავად წეროვანში დაგეგმოს ვიზიტი.
ავტოსადგომზე წარმოდგენილი ავტომობილების არჩევანი მრავალფეროვანია. „ლაიონ აუქციონის“ ავტომარკეტის სტუმრებს დახვდებათ:
- კომპანიის მიერ იმპორტირებული მოდელები: პირდაპირ ამერიკის წამყვანი აუქციონებიდან ჩამოყვანილი ავტომობილები
- პარტნიორი დილერების შემოთავაზებები: ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი სანდო და გამოცდილი პარტნიორების მოდელები
- მომხმარებელთა განცხადებები: ფიზიკური პირების მიერ გასაყიდად მოყვანილი მანქანები
განსხვავებულია მანქანების მდგომარეობაც: მათი ნაწილი სრულად შეკეთებული, მოწესრიგებული და განბაჟებულია, ხოლო ნაწილი იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც ამერიკაში შეძენისას იმყოფებოდა. მყიდველს შეუძლია, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა მდგომარეობისა და ფასის კატეგორიის მოდელები და საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი შეარჩიოს.
როგორ იწყება ძიება?
„Buy Now“ ფორმატით ავტომობილის შერჩევა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე პირდაპირ ავტოსადგომზე.
- ონლაინშერჩევა - მომხმარებელს შეუძლია, Lion Auctions-ის ვებგვერდზე დაათვალიეროს ხელმისაწვდომი ავტომობილები, გაეცნოს მათ შესახებ არსებულ ინფორმაციას და სასურველი ვარიანტის შერჩევის შემდეგ დაგეგმოს ვიზიტი წეროვანში მის სანახავად
- შერჩევა ადგილზე - შესაძლებელია პირდაპირ ავტოსადგომზე მისვლა და არსებული არჩევანის ადგილზე გაცნობა. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ჯერ კონკრეტული მოდელი არ აქვთ შერჩეული და სხვადასხვა ვარიანტის ერთმანეთთან შედარება სურთ
გარდა ამისა, შეძენის შემდეგ ადგილზე შესაძლებელია ავტომობილის განბაჟება და გაფორმება.
რატომ არის ეს სერვისი მნიშვნელოვანი მყიდველისთვის?
Lion Auctions-ის „Buy Now“ სერვისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ავტომობილის შესაძენად მყიდველს სასურველი მანქანის ჩამოსვლისთვის ლოდინი არ უწევს, რადგან შერჩეული მოდელი უკვე საქართველოშია და ადგილზე ელოდება მომავალ მფლობელს.
- ავტომობილის რეალურად ნახვა და მდგომარეობის შეფასება - ადგილზე დათვალიერებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ავტომობილის მდგომარეობის შეფასებაა. მყიდველს შეუძლია ავტომობილი უშუალოდ ნახოს და ყურადღება მიაქციოს შეკეთების ან დაზიანების კვალს, სალონის ვიზუალურ მდგომარეობასა და სხვა ისეთ დეტალებს, რომელთა შემჩნევაც მხოლოდ ფოტოებით რთულია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით მსგავსი ავტომობილებიდან კონკრეტული ვარიანტის არჩევაა საჭირო.
- ინფორმაციის მიღება და ისტორიის გაცნობა - „ლაიონ აუქციონის“ ავტომარკეტზე მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული ავტომობილის შესახებ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი პირდაპირ გაყიდვების მენეჯერისგან მიიღონ. შეძენამდე ასევე შესაძლებელია მანქანის ისტორიის გაცნობა, მათ შორის უფასო წვდომა Carfax-ზე, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია დაზიანებებზე, მფლობელების რაოდენობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე. ეს მყიდველს გადაწყვეტილების მიღებამდე ავტომობილის შესახებ არსებული მონაცემების უკეთ შეფასებაში ეხმარება.
- ფასის წინასწარ ცოდნა - ავტოსადგომზე თითოეულ ავტომობილს მითითებული აქვს გასაყიდი ფასი, რაც მყიდველს წინასწარ აძლევს შესაძლებლობას, გონივრულად შეაფასოს კონკრეტული ავტომობილის ღირებულება და გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
- განბაჟება და გაფორმება ერთ სივრცეში - შეძენის შემდეგ ავტომობილის განბაჟება და გაფორმებაც ადგილზეა შესაძლებელი. ეს მყიდველს საშუალებას აძლევს, ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ძირითადი პროცედურები ერთ სივრცეში მოაგვაროს და დაზოგოს დრო და სხვა მნიშვნელოვანი რესურსები.
მანქანის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, ეწვიონ Lion Auctions-ის ვებგვერდს, დაათვალიერონ ამჟამად ხელმისაწვდომი ავტომობილები, წეროვანში ვიზიტის დასაგეგმად კი დაუკავშირდნენ Lion Auctions-ის გუნდს.
Lion Auctions-ის შესახებ
Lion Auctions საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.
„ლაიონ აუქციონი“ Lion Group-ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ-ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.
Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელთაც ავტომობილის ფლობა სურთ.
























